რომელი ქვეყნებიდან უადვილდებათ რუსებს ევროპული ბინადრობის აღება?
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ბევრი მოქალაქე მეზობელ ქვეყნებში გაემგზავრა. თუმცა უმეტესობა იქ დარჩენას არ აპირებს და ევროპაში გადასვლას გეგმავს. ევროპის ქვეყნებში გრძელვადიანი ყოფნისთვის მათ უნდა მიიღონ ბინადრობის ნებართვა. შეუძლიათ თუ არა რუსებს მიმართონ ევროპულ ბინადრობის ნებართვას მესამე ქვეყნებიდან და რა არის საჭირო ამისათვის, ამის შესახებ რუსული „ფორბსი“ ვრცელ სტატიას გვთავაზობს.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ხალხი გადავადებულ ვარიანტებს აღარ ეძებდა - უმრავლესობის არჩევანი რუსეთთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებზე შეჩერდა. ისინი ძირითადად საქართველოში, ყაზახეთში, თურქეთსა და სომხეთში წავიდნენ. ახალი ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა არ აპირებს ამ ქვეყნებში დასახლებას და უახლოეს ექვს თვეში ევროპისკენ მოგზაურობის გაგრძელებას გეგმავს.
ირკვევა, რომ ნაჩქარევად წასული რუსები პრობლემის წინაშე დგანან: ევროკავშირში მოგზაურობის გასაგრძელებლად, მათ ახლა მესამე ქვეყანაში ბინადრობის საბუთები უნდა მიიღონ. განაგრძეთ კითხვა