რამდენი ხანი ნარჩუნდება იმუნიტეტი COVID-19-ის გადატანის შემდეგ - რა აჩვენა კვლევამ | Allnews.Ge

რამდენი ხანი ნარჩუნდება იმუნიტეტი COVID-19-ის გადატანის შემდეგ - რა აჩვენა კვლევამ

ესპანელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ COVID-19-ის გადატანის შემდეგ ფორმირდება ხანმოკლე იმუნიტეტი,ხოლო ვაქცინები SARS-CoV-2 კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ იტყობინება ჟურნალში BMC Medicine გამოქვეყნებული სტატია.

სპეციალსიტებმა ჩაატარეს ვაქცინაციის კამპანიის ჩაშვებიდან 6 თვის შემდეგ კატალონიის მოსახლეობის სეროლოგიური კვლევა, ანუ განსაზღვრეს ანტისხეულების რაოდენობა. აკვირდებოდნენ ხუთი ვირუსული ანტიგენის: S-ცილის, რეცეპტორ-მაკავშირებელი დომენის RBD, S2-ის ფრაგმენტის, ნუკლეოკაპსიდური (N) ცილის და N-ბოლოს ფრაგმენტის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიპსა და დონეს. საერთო ჯამში ანალიზში ჩართული იქნა 43-72 წლის ასაკის 1076 ადამიანი.

შედეგების შეჯამებისას, გაირკვა, რომ ინფიცირებული, მაგრამ აუცრელი ადამიანების 36%-ში, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მწეველებში, დასნებოვნებიდან ერთი წლის შემდეგ, ანტისხეულები საერთოდ არ აღმოჩნდა.

ყველაზე ანტისხეულების ყველაზე მაღალი დონე უკავშირედებოდა კომპანია Moderna-ს Spikevax -ის ვაქცინას. აცრილების მხოლოდ 2,1% არ ჰქონდა ანტისხეულები ტესტირების მომენტში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა ჩატარდა მანამ, ვიდრე ომიკრონის შტამი გახდებოდა დომინატნი.

Mkurnali.ge