ზოგიერთ რეგიონში სინოპტიკოსები წვიმიან ვარაუდობენ- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
20 ოქტომბერს ქუთაისში +21 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.
ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სამეგრელოშიც.
ზუგდიდში დღის განმავლობაში +20 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
მესტიაში +11 გრადუსია ნავარუდევი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +18 გრადუსია ტემპერატურა დღისით, ხოლო ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში +22 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8გრადუსი.
გურჯაანში მზიანი ამინდია. დღისით +24 გრადუსია, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზინი ამინდი იქნება. დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მთელი დღის განმავლობაში მზეა. წვიმის გარეშე ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსია, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.