იჩქერია და დაღესტანი დამოუკიდებლობას ითხოვენ- რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში?
იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მეთაური აჰმედ ზაკაევი, უკრაინისგან დაღესტნის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს.
"ჩვენ, იჩქერია, ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხს კონფედერაციის ახალ ფორმას ვთავაზობთ. ყველაფერი საერთაშორისო პროტექტორატის გავლით მოხდება. ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ კავკასიაში არავითარი ომი არ იქნება" - ამბობს ზაკაევი glavcom.ua-სთან საუბრისას.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები კავკასიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოხალისე დაღესტნელებისგან შექმნილი ბატალიონის შესახებ, რომელთა მთავარი მოტივაცია რუსეთს დამარცხება და დაღესტნის დამოუკიდებლობის მოპოვებაა.
რუსული მედია ბოლო ხანებში მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთში, შესაძლოა ქვეყნის ცალკეულ სუბიექტებად გამოყოფის განხილვისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს...
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს იჩქერიის თემის გადახედვა დაავალა, ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ პეტიციას უკვე 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი...
kavkazr.com-თან საუბარში დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინის კონგრესის თავმჯდომარე და კრივისა და კიკბოქსინგის ცნობილი მწვრთნელი ახმად ახმედოვი ამბობს, რუსეთის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებენ.
მან ცხოვრების დიდი ნაწილი დაღესტანში გაატარა, სადაც სპორტის ერთ-ერთ სახეობაში მწვრთნელი იყო. უკვე ხუთი წელია უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა, რუსული პასპორტით. დაღესტანში შვილი და დედა დარჩა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი შვილი გააფრთხილა, რომ მამასთან ურთიერთობის შემთხვევაში, ცუდად დაამთავრებდა... დედამისის სახლს ძალიან ხშირად ჩხრეკენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილის ადგილსამყოფელი ისედაც იციან. ახმადოვი ბატალიონს ხორტის მოხალისეა.
"ლუგანსკის ოლქში ყველაზე მძიმე ბრძოლებში მომიწია მონაწილეობა - ვიბრძოდი ლისიჩანსკში, სევეროდონეცკში, ტოშკოვკაში, პოპასნაიაში, ორეხოვოში... ჩრდილოეთ კავკასიიდან აქ ბევრნი ვართ. ახლა ჩეჩნეთი ყველაზე მტკივნეული ადგილია მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში. მოსახლეობის მესამედი ამ ოცი წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ განადგურდა.
არადა, ჩეჩენი ხალხი იმსახურებს რომ მათი ტერიტორიები ოკუპირებულად აღიარონ. კავკასიელებისთვის ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, დაღესტნელებიც და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ერებიც... დაღესტანი ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევენ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. ტერიტორიულად სომხეთზე დიდია. იქ შეიძლება ეკონომიკის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებების განვითარება, ოღონდ ამ ყველაფერს პოლიტიკური ნება სჭირდება... განაგრძეთ კითხვა