3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების გაყიდვისა და ქირის ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა
2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 967 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 74%-ით არის გაზრდილი. მათივე ცნობით, წელს სექტემბერში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 9 აშშ დოლარია.
კვლევის თანახმად, 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქირის ფასი თბილისში წლიურად ყველაზე მეტად - 61%-ით ვაკეში გაიზარდა, მას მოსდევს მთაწმინდა - 49%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი კრწანისია, სადაც ქირის ფასი წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი. იხილეთ სრულად