რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოში გამოიქცნენ და უკან დაბრუნებას არ ჩქარობენ- რას წერს Reuters? | Allnews.Ge

რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოში გამოიქცნენ და უკან დაბრუნებას არ ჩქარობენ- რას წერს Reuters?

რუ­სე­ბი, რომ­ლებ­მაც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს თავი აა­რი­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­დან დაბ­რუ­ნე­ბას არ ჩქა­რო­ბენ. ამ სა­თა­უ­რით სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ პუბ­ლი­კა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"ერთი თვის შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის­თვის გაწ­ვე­ვის პრო­ცე­სი და­ას­რუ­ლა, მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იქ­ცნენ, აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას არ ჩქა­რო­ბენ“, - წერს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა.

"რო­ი­ტერ­სის“ ცნო­ბით­ვე, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში, ბრძო­ლის ველ­ზე გან­ცდი­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბის შემ­დეგ, გაწ­ვე­ვა 21 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, რის გა­მოც ასო­ბით ათა­სი მა­მა­კა­ცი, ფრონტზე გაგ­ზავ­ნის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად, ისე­თი ქვეყ­ნე­ბის­კენ გა­ე­მარ­თა, რო­გო­რე­ბი­ცაა: სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი და ყა­ზა­ხე­თი.

ამას­თან, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, რომ წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში 110 000-ზე მეტი რუსი გა­იქ­ცა.

"რო­ი­ტერ­სი“ დას­ძენს, რომ რუ­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი ბუმი, ისე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­დაც ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.