როგორ უნდა მოიქცეთ, რათა გაციებამ ორგანიზმი არ დაასუსტოს
ცნობილი ფრაზა „ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ და არ გადაგედება“ უკვე წარსულს ჩაბარდა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ გაციებას ვირუსი იწვევს.სწორი კლასიფიკაციაა: გრიპი და გაციება, რომელსაც მეტ-ნაკლებად მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს.
დღეისათვის ცნობილია 200-მდე სახის ვირუსი, რომლებიც გაციების სიმპტომებს იწვევენ. ყველაზე ხშირად გაციებას რინოვირუსი იწვევს, თუმცა შემთხვევათა 30-50%-ში დაავადების გამომწვევის დადგენა ვერ ხერხდება.
გაციების სიმპტომები დაავადებიდან მე-2 ან მე-3 დღეს ვლინდება და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. დაავადება გარკვეული პერიოდი რჩება ორგანიზმში და მედიკამენტებით გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება არ ხდება. თუმცა ამ დროს მაინც მნიშვნელოვანია მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ და თავს კარგად გაგრძნობინებთ. მთავარი საზრუნავი ვირუსის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნა კი არ უნდა იყოს, არამედ სიმპტომების შემსუბუქება და იმუნური სისტემის მოძლიერება.
დეტალურად განვიხილოთ, როგორ უნდა მოიქცეთ გაციების დროს:
მიიღეთ ბევრი სითხე
გარდა ლიმონიანი და ჟოლოს მურაბიანი ჩაისა, ძალიან ეფექტურია ქათმის ბულიონი. თუმცა არ დაგავიწყდეთ სუფთა წყალი. სითხის მიღება ორგანიზმიდან ვირუსების გამოდევნას უწყობს ხელს და ამავდროულად, ცხვირისა და ყელის ლორწოვანსაც იცავს გამოშრობისგან, ასევე ლორწოს მოშორებას აადვილებს. გაითვალისწინეთ, კოფეინი და ალკოჰოლი დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომაც ყავას, კოკა-კოლას, მაგარ ჩაის და ალკოჰოლურ სასმელებს ერიდეთ.
იკვებეთ ჯანსაღად
ფექტურია C ვიტამინის შემცველი საკვები. ძალიან კარგია თუთიის შემცველი საკვებიც, მაგალითად, ხორცი, ისპანახი, მაწონი, კაკაო, გოგრის თესლი და სხვა.
მიიღეთ შესაფერისი პრეპარატები
რაც შეეხება პრეპარატებს, სურდოსა და მაღალი სიცხის დროს აუცილებლად გამოიყენეთ გრიპის და გაციების სამკურნალო საშუალება ჩაის სახით. ეს შეიძლება იყოს „ნორმო ფლუ“ ლიმონის არომატით, რომელიც ეფექტურია გრიპის, გაციების, ციებ-ცხელების დროს. იგი შეგიმსუბუქებთ სიცხით მიმდინარე გრიპის სიმპტომებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი. განაგრძეთ კითხვა