ბერუკა ივანიშვილი სამი წლის გახდა: როგორ აღნიშნეს იუბილე და რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა?
ექსპრემიერის ვაჟი ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე უკვე მეორე შვილს ელოდებიან. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. მუსიკოსმა მეუღლესთან და უფროს შვილთან ერთად გადაღებული რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ორსული ნანუკა გუდავაძე ჩანს. "ერთი სული გვაქვს, როდის შეგხვდებით, პატარავ...“ - წერს ივანიშვილი.
წყვილს პირველი შვილი ბერუკა 2019 წელს შეეძინა. ბერუკა 29 ნოემბერს სამი წლის გახდა. მშობლებმა პატარას ულამაზესი წვეულება მოუწყეს, გრანდიოზული ტორტითა და ზღაპრული გარემოთი.
"გილოცავ დაბადების დღეს ჩვენო ბერუკა, იმაზე მეტად გვახარებ, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით" - წერს ბერა და ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს.