"ეს იყო სპეცოპერაცია, რათა შეეტყუებინათ საქართველოში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად" - რას აცხადებს ლიზა იასკო?
დღეს ცენტრმა "ემპათიამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც "ემპათიაში“ აღნიშნავენ, "აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ექსპრეზიდენტის კომა და სიკვდილი“.
ამ თემაზე "ტვ პირველთან" ისაუბრა უკრაინელმა პოლიტიკოსმა, მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ.
"პირველივე დღიდან კარგად გვესმოდა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ეფუძნებოდა არა მხოლოდ მის სურვილს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და დახმარებოდა ქართველ ხალხს, ეს იყო გარკვეული სპეცოპერაცია, რომელიც იყო ორგანიზებული გარკვეული ადამიანების მიერ, რათა ის შეეტყუებინათ ისეთ ვითარებაში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ეს არ არის ახალი ამბავი, ცნობილია, რომ გარკვეულ ორგანიზაციებს, სპეცსამსახურებს ამ მიმართულებით კარგად შეუძლიათ მუშაობა..." - განაცხადა მან.