დაკავებულია ISIS-ის წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი: რა ინფორმაციას აქვეყნებს სუს-ი თბილისის აეროპორტიდან | Allnews.Ge

დაკავებულია ISIS-ის წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი: რა ინფორმაციას აქვეყნებს სუს-ი თბილისის აეროპორტიდან

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ტო­ხო­საშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2015 წელს და­ტო­ვა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და რე­გი­ონ­ში მოქ­მედ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ შე­უ­ერ­თდა.

"ტო­ხო­საშ­ვი­ლი, იგი­ვე „ემი­რი ისა“, საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად ით­ვლე­ბო­და „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რებს შო­რის. იგი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რო­რის­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ და­ნა­ყოფს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში. მას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ან ლი­დერ­თან.

318679502-5737057669681652-8217829503986699769-n-42596-1670486336.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 წელს, ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ძმა ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი - „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ემი­რი ალ-ბარა ში­შა­ნი. ის სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იხ­დის.

კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 328-ე მუხ­ლით, უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე. ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით ათი­დან ჩვიდ­მეტ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია სუს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.