რატომ დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის თხოვნა უპასუხოდ და რას ნიშნავს კასიანოვის "საყვედური"? | Allnews.Ge

რატომ დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის თხოვნა უპასუხოდ და რას ნიშნავს კასიანოვის "საყვედური"?

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა გუ­შინ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბულ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნებ­ზე ისა­უბ­რა. კა­სი­ა­ნოვ­მა თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გე­ნე­რა­ტო­რე­ბი­თა და ტრანსფორ­მა­ტო­რე­ბით დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით ერთი თვის წინ მი­მარ­თეს, თუმ­ცა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ მი­უ­ღი­ათ.

"უკ­რა­ი­ნას ამ­ჟა­მად უკი­დუ­რე­სად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის აღ­დგე­ნა­ში - გე­ნე­რა­ტო­რე­ბი­დან და ტრანსფორ­მა­ტო­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ გა­ნა­თე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის­თვის, სახ­ლე­ბის­თვის და სკო­ლე­ბის­თვის. კრემ­ლის არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი და ჯა­ლა­თე­ბი გულ­წრფელ­ნი არი­ან თა­ვი­ან გან­ზრახ­ვა­ში - მათ უნ­დათ გა­ა­ნად­გუ­რონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სი­ცი­ვით. ერთი თვის წინ ჩვენ მივ­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­სა­ბა­მი­სი თხოვ­ნით, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია“, - გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

მან­ვე ისა­უბ­რა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა­ზეც, რომ­ლის მი­ღე­ბის იმე­დი უკ­რა­ი­ნას ჰქონ­და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბო­და ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტებ­ში. კა­სი­ა­ნო­ვის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, "მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად", სა­ელ­ჩოს პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სხვა ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

01cc0000-0aff-0242-50fa-08d9fb8c942d-cx12-cy15-cw87-w1080-h608-s-1670486569.webp

"ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი და ღია ვი­ყა­ვით ჩვენს გან­ზრახ­ვებ­ში. კვლავ გვჯე­რა, რომ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თვა მოძ­მე სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი იმ დროს, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი მი­დი­ო­და გა­დარ­ჩე­ნა-არ­გა­დარ­ჩე­ნა­ზე, სი­ცო­ცხლე­სა და სიკ­ვდილ­ზე, სრუ­ლი­ად იყო გა­მარ­თლე­ბუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან ერთ დროს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა და­ეხ­მა­რა ქარ­თვე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ში სვა­ნე­თის მთებ­ში, გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ლი­ე­რე­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა 1993 წელს, ასე­ვე სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა 2008 წელს.

ასე­ვე გა­მარ­თლე­ბუ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში თავ­და­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის გაშ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, რო­მელ­თაც გა­და­წყვი­ტეს და­ეც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი სა­ერ­თო მტრის­გან - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­გან“, - გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის ამ გან­ცხა­დე­ბას "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" უპა­სუ­ხეს. მმარ­თვე­ლი გუნ­დის შე­ფა­სე­ბით, კა­სი­ა­ნოვ­მა პირ­და­პირ თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ომის მხა­რედ უნდა და­ფიქ­სირ­დეს."ხალ­ხის ძა­ლის“ წევ­რი ზუ­რაბ ქა­და­გი­ძე ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბას მო­რიგ აღი­ა­რე­ბას უწო­დებს იმის შე­სა­ხებ, რომ „მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, არ მი­უ­ღი­ათ პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სხვა ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

"ეს არის მო­რი­გი აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რა­საც დიდი ხა­ნია ვამ­ბობთ - გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ და ცდი­ლო­ბენ, რომ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლო და­ფიქ­სირ­დეს რო­გორც მხა­რე, სა­ბო­ლო­ოდ კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ომში ჩათ­რე­ვას!" - წერს ქა­და­გი­ძე „ფე­ის­ბუკ­ზე“. განაგრძეთ კითხვა