"მე და ლალი ძალიან ვმეგობრობდით, არაჩვეულებრივი ქალი იყო" - ეკა კახიანი პირველ ქორწინებაზე, შვილებსა და ლალი ბადურაშვილზე | Allnews.Ge

"მე და ლალი ძალიან ვმეგობრობდით, არაჩვეულებრივი ქალი იყო" - ეკა კახიანი პირველ ქორწინებაზე, შვილებსა და ლალი ბადურაშვილზე

მომ­ღე­რალ­მა ეკა კა­ხი­ან­მა გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ზე მოკ­ლედ ისა­უბ­რა. მან თბი­ლად გა­იხ­სე­ნა მსა­ხი­ო­ბი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მისი დე­დამ­თი­ლი იყო პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში, როცა ის ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

"მე და ლალი ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი იყო, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, არ იყო დე­დამ­თი­ლუ­რი და ჩე­მი­ა­ნი იყო ყო­ველ­თვის. ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. დე­დე­ბი ობი­ექ­ტუ­რო­აბს კარ­გა­ვენ შვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვერ ხე­და­ვენ. ლალი კარ­გად ხე­დავ­და ყვე­ლა­ფერს." - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

მისი თქმით, პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი შე­რი­გე­ბას ხში­რად სთხოვ­და, ეს არ მომ­ხდა­რა.

"პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე მი­ვი­ღე. ნი­ნის მა­მამ შე­რი­გე­ბა ბევ­რჯერ მთხო­ვა. რომ მი­თხრეს, "არა", იმის წინააღმდეგ წა­ვე­დი. რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი არ ვარ, ჯი­უ­ტი ვარ, თუმ­ცა ჩემს პი­რად­ში რა და­მე­მარ­თა, არ ვიცი. ში­ნა­გა­ნად ალ­ბათ მე­ამ­ბო­ხე ვარ.

მე­ო­რე მე­უღ­ლე მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა და შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი." - თქვა მან.

ეკა კა­ხი­ანს ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს, ხოლო მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი­დევ ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთო და ანას­ტა­სია თო­ფ­ფუ­რი­ძე­ე­ბი. მომ­ღერ­ლის თქმით, შვი­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

"არ მე­რი­დე­ბა ვთქვა, რომ მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ე­ბი მყავს. ხომ არის, რომ სამი გოგო და რა­ღაც... ბიჭი? არ არის ეს ბიჭი. სულ ვა­ჩენ­დი, რომ ლადო უნდა გა­მე­ჩი­ნა, მაგ­რამ ვერ გა­ვა­ჩი­ნე. უცებ შე­ვიძ­ნე სამი და. არც და მყავს და არც ძმა და ეს გო­გო­ე­ბი ახლა არი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი." - თქვა ეკა კა­ხი­ან­მა.