მასშტაბური ხანძარი აფხაზეთში - ადგილობრივები ე.წ. ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ | Allnews.Ge

მასშტაბური ხანძარი აფხაზეთში - ადგილობრივები ე.წ. ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გაგ­რის რა­ი­ონ­ში ტყის მა­სი­ვი იწ­ვის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­უ­ბა­რია 30 ჰა ფარ­თობ­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­ზე, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი უც­ნო­ბია. გაგ­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ბგან­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ გაგ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მამ­ზიშ­ხა­ში (მთა-მზი­უ­რი) ხან­ძა­რი 12 დე­კემ­ბრის დი­ლით შე­ნიშ­ნეს, რა დრო­საც ცე­ცხლი უკვე 10 ჰა მი­წის ფარ­თობ­ზე იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მას­შტა­ბი იზ­რდე­ბო­და და ღა­მის 12 სა­ა­თის­თვის, უკვე ტყის მა­სი­ვის 30 ჰა-ს მო­ე­დო.

"სამ­წუ­ხა­როდ, მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებთ, რად­გან მი­სად­გო­მად რთუ­ლი ად­გი­ლია, ავი­ა­ცია კი არ გვყავს. თუმ­ცა, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მუდ­მივ მო­ნი­ტორს და რე­ა­გი­რე­ბის­თვის მზად ვართ... ამ ეტაპ­ზე ხან­ძა­რი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს არ ემუქ­რე­ბა" - წერს abkhaz-auto.ru ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით.

sasas-1670916566.png.jpg

გაგ­რის რა­ი­ონ­ში ტყის მა­სივ­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნამ ეჭ­ვე­ბი და მწვა­ვე კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში მო­კავ­ში­რე რუ­სე­თი გრან­დი­ო­ზულ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, ამ ამ­ბავს ტყის ხან­ძრე­ბი გას­დევს ფო­ნად.ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მამ­ზიშ­ხა­ზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა - 2019 წელს იმა­ვე ტყის მა­სივ­ში ცე­ცხლი 40 ჰექ­ტარ­ზე იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ვიდ­რე საფრ­თხე მო­სახ­ლე­ო­ბას არ შე­ექ­მნა, ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ისევ მო­ნი­ტო­რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. შემ­დეგ კი, რუ­სეთს სთხო­ვეს ვერ­ტმფრე­ნე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა.

ად­გი­ლობ­რი­ვი გი­ორ­გი კე­ში­ში­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცივ ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და გათ­ბო­ბის გა­რე­შე იტან­ჯე­ბი­ან, მათ ტყე­ში შე­შის მოჭ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. იხიელთ სრულად