რა სჭირდება ბავშვს, რომ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი იყოს? - რეკომენდაციები მშობლებს
პროფესორი, პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" ასახელებს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ბავშვებს ნორმალური განვითარებისთვის სჭირდებათ და აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:
- პირველ რიგში, როდესაც ბავშვი მოგვმართავს, პედიატრის თვალთახედვით, მის ფიზიკურ ჯანმრთელობას ვითვალისწინებთ და ვაფასებთ. თუმცა, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის დაგეგმვა და დანერგვა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როდესაც პერინატოლოგია ბავშვის ზოგად მდგომარეობას აფასებს, პირველ რიგში, მის სოციალურ გარემოს იკვლევენ, თუ რა გარემო პირობებში უწევს მას ცხოვრება.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები უფრო მეტადაა გამოხატული და საკმაოდ ძნელია შერჩევა, კონკრეტული ასაკის ბავშვს, მაგალითად, ჩვილს, 1 წლამდე, 1-დან 3 წლამდე, 6 წლის ზემოთ და სკოლამდელი ასაკის ბავშვს რა და როგორ უნდა შესთავაზო ისე, რომ მშობელმა მაქსიმალური შეძლოს. განაგრძეთ კითხვა