2023 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზარდა - კიდევ ვინ მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას? | Allnews.Ge

2023 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზარდა - კიდევ ვინ მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას?

იან­ვრი­დან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს ხელ­ფა­სე­ბი ეზ­რდე­ბათ. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2026 წლამ­დე, ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ხელ­ფა­სე­ბის ოდე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 10%-ით გა­იზ­რდე­ბა. მი­სი­ვე თქმით, 2026 წლი­დან სა­ბა­ზო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ისე, რომ სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის 80%-ზე ნაკ­ლე­ბი და 90%-ზე მეტი არ იყოს.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ახლა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 74%-ს შე­ად­გენს და სწო­რედ ამი­ტომ, მომ­დევ­ნო წლებ­ში, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ხელ­ფა­სე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად 10%-ით იმის­თვის გა­იზ­რდე­ბა, რომ ეს პა­რა­მეტ­რე­ბი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნას.

ამას­თა­ნა­ვე, დღე­ი­დან სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სი 10%-ით, ხოლო სოფ­ლის ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა 100 ლა­რით იზ­რდე­ბა. რო­გორც ბი­უ­ჯე­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სე­ბის 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფ­ლის ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის - 100 ლა­რით ზრდა.