14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან?
"ქართული ოცნება" მილიონერი დეპუტატების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ვასილ ჩიგოგიძემ, რომელიც გურიის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატია მმართველი პარტიიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, კანდიდატად დასახელებისთანავე მიიქცია ყურადღება თავისი შთამბეჭდავი ქონებით.
ის 2020 წელს დეპუტატი მეორედ გახდა, მანამდე 2004 -2008 წლებში მე - 6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან.
ვასილ ჩიგოგიძე 1967 წელს დაიბადა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით: გადაზიდვების პროცესების მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე.
სამუშაო გამოცდილება: 2010 - 2014 წლები: კონოთეატრი "აპოლო" - დირექტორი
1999 - 2004 წლები: "საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
1998 - 1999 წლები: "საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
1997 - 1998 წლები: საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
1996 - 1997 წლები: საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსი
1993 - 1996 წლები: საერთაშორისო ბიზნესასოციაცია "საბა-21-ის“ კომერციული დირექტორი
1987 - 1988 წლები: თბილისის კონიაკის ქ-ის ვაგონის გამცილებელი
1985 - 1987 წლები: სამხედრო სავალდებულო სამსახური
1985 - 1985 წლები: ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმ-ს მუშა
1985 - 1985 წლები: თბილისის კონიაკის ქ-ის მუშა
ჩიგოგიძის ბიზნესკარიერა 1993 წლიდან იწყება, როდესაც საერთაშორისო ბიზნესის ასოციაცია "საბა-XXI-ის“ კომერციული დირექტორი დახდა. სამი წლის შემდეგ რკინიგზაში დაბრუნდა, სადაც 2004 წლამდე "საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. იხილეთ სრულად