რა წავიღო სამსახურში? - 5 გემრიელი იდეა ლანჩისთვის
ლანჩი დასვენების, განტვირთვისა და ძალების აღდგენის დროა. მნიშვნელოვანია, რომ საკვები იყოს გემრიელი და მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. როდესაც ფიქრობთ იმაზე, თუ რა წაიღოთ ოფისში, უნდა გაითვალისწინოთ 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი:
- შესაძლებელია თუ არა საკვების გაცხელება;
- აქვს თუ არა ოფისს მაცივარი, სადაც ლანჩის შენახვას შეძლებთ;
- არის თუ არა ლანჩისთვის გამოყოფილი ადგილი, თუ უნდა მიირთვათ პირდაპირ თქვენს მაგიდასთან.
- ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რა ტიპის საკვები წაიღოთ სამსახურში.
გთავაზობთ 5 მარტივ იდეას ლანჩისთვის:
სალათები
სალათი უნივერსალური კერძია, რომლის ინგრედიენტებიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.
მაგალითად, აიღეთ სალათის ფოთოლი, დაამატეთ ბოსტნეული თქვენი გემოვნებით (კიტრი, პომიდორი, ბულგარული, სტაფილო, ბროკოლი), დანაყრებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ყველი, შემწვარი/მოხარშული ხორცი, ან შებოლილი/დამარილებული თევზი. სოუსი სჯობს შეინახოთ ცალკე კონტეინერში, რომ ლანჩ ბოქსიდან წვენი არ გამოვიდეს და სალათი ზედმეტად არ დარბილდეს.
ლავაშის როლი
ლავაშის როლი უგემრიელესი, სწრაფი და ჯანსაღი საკვებია. შიგთავსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოხარშული ქათმის მკერდი, ასევე თინუსი, ორაგული ან ლორი. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს:
სენდვიჩი
სენდვიჩების ძალიან ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. ის ყველაზე სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ წასახემსებლად ითვლება. იხილეთ სრულად