მიხეილ სააკაშვილი - თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში - ის ეკუთვნის უკრაინას
თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
განცხადება მან უკრაინულ ენაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინელების გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და მე ვიყავი მოწამლული. ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მისი ოფისის მადლობელი ვარ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას,“- აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც სასამართლოზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო.