სად ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი ოდენობით ყვავილებს?
საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტი გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანაში 3 მლნ აშშ დოლარის 1 203 ტონა ყვავილი შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 2.2 მლნ აშშ დოლარის - 878 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, საიდან შემოვიდა 2022 წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია:
- სომხეთი - 1.2 მლნ აშშ დოლარი
- ეკვადორი - 584.6 ათასი აშშ დოლარი
- ნიდერლანდები - 495.6 ათასი აშშ დოლარი
- თურქეთი - 379.5 ათასი აშშ დოლარი
- კენია - 231.6 ათასი აშშ დოლარი
- ინდოეთი - 17.9 ათასი აშშ დოლარი