ჩვევები, რომლებიც თვალის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება
არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომელიც უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე.
ესენია:
- კომპიუტერის ეკრანთან შესვენების გარეშე, დიდი დროის გატარება.
- თვალებზე ხშირად ხელით შეხება.
- სიგარეტის და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება.
- კონტაქტური ლინზის ონკანის გამდინარე წყალში გარეცხვა. ამ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი.
- მობილურის, ტელევიზორის ან კომპიუტერის ზედმეტად კაშკაშა ეკრანი.
- სიბნელეში ტელევიზორის ყურება, ძილის წინ მობილურითა თუ კომპიუტერით სარგებლობა.
- ფეხით გადაადგილდებისას ან ტრანსპორტით მგზავრობისას კითხვა(წიგნიდან, ჟურნალიდან ან მობილურიდან).
- წამოწოლილ მდგომარეობაში წიგნის კითხვა.
- სხვისი კოსმეტიკის ხშირი გამოყენება.
რჩევები თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებალად:
მნიშვნელოვანია კვების რაციონის მოწესრიგება. განსაკუთრებით სასარგებლოა: სტაფილო, ციტრუსი, კენკროვანი ხილი გოგრა, კივი, ავოკადო, თხილეული, ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, იოგურტი, რძე.კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად დაახამხამეთ თვალი და ეცადეთ რამდენიმე წუთით მაინც განტვირთოთ თვალი. იხილეთ სრულად