220 480 ევრო საანაბრო ანგარიშზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე?
თეა წულუკიანი "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან წამყვან თანამდებობებს იკავებს. წულუკიანი იუსტიციის მინისტრი იყო 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე. ამჯერად კი კულტურის მინისტრის თანამდებობაზეა.
მისი გამონათქვამები დიდწილად ხისტი და კრიტიკულია. ხშირად ეხვევა სკანდალებში და ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე ხდება.
წულუკიანი წლებია, რაც ნუგზარ კაკულიაზეა დაოჯახებული. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი - მერი, რომელიც 2017 წელს დაიბადა. წულუკიანი გამორჩეული დედაა, ის ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე ქალიშვილთან ერთად. მერიკო ესწრება სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში, დადის დედასთან ერთად მუზეუმებში, გუშინ კალათბურთის მატჩსაც კი დაესწრო ახალ სპორტის სასახლეში.
წულუკიანმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის იანვარში შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, თეა წულუკიანს 2017 წელს, მესტიის რაიონ სოფელი ზემო ლუჰაში, 6000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა.
ნუგზარ კაკულიამ კი 2016 წელს, ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში, 50009 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 7000 ლარად შეიძინა.
მათ ქალიშვილს, მერი კაკულიას 2020 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლებში 1182 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა საჩუქრად. იხილეთ სრულად