"არ მაქვს განსაზღვრული, რამდენი ხანი დავრჩები" - რას საქმიანობს ამერიკაში ვახო ბიჭიკაშვილი?
იუმორისტმა ვახო ბიჭიკაშვილმა უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველო დატოვა და შტატებში ცხოვრობს. ჟურნალ "გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნიდან არ გაქცეულა და არც სამუდამოდ წასულა, თუმცა რა იქნება მომავალში, ამას დრო უჩვენებს. ახალხანს შტატებში მეუღლემ ჩააკითხა და წყვილმა ამერიკული არდადეგები მოიწყო... ბიჭიკაშვილის თქმით, იქ ძალიან ბევრი ქართველია, თან ამერიკა უყვარს და თავი უცხოდ არასოდეს უგრძნია...
- ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკაში ვიმყოფები. ეს გადაწყვეტილება ჩემი საქმიდან გამომდინარე მივიღე. ერთდროულად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით და ქართველ დიასპორასთან, რომელიც იზრდება და იზრდება. მათთვის პერიოდულად ტარდება ქართული კულტურული ღონისძიებები და ამ ადამიანების გვერდით ვარ.
არ მაქვს განსაზღვრული, რამდენი ხანი დავრჩები. აქ გამოქცეული არ ვარ, საქმის საკეთებლად ჩამოვედი და როგორც ჩემ საქმეს წაადგება, ისე მოვიქცევი. ამ ქვეყანას მიჩვეული ვარ, დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს დიდი მანძილი მაშორებს, თავს უცხოდ არ ვგრძნობ.
ამ ქვეყანაში რომ ჩამოდიხარ, გაქვს შეგრძნება, რომ ძალიან ძლიერ სახელმწიფოში ხარ. ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, ძალიან მიყვარს. იხილეთ სრულად