როგორ დავიკლოთ წონა 40 წლის შემდეგ - ნახეთ სასარგებლო რჩევები
40 წლის შემდეგ ბევრ ჩვენგანს ეჩვენება, რომ წონის დაკლების მცდელობები ასაკის გამო წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ექსპერტები ადასტურებენ, რომ ყოველ ათწლეულში ჩვენი სხეული უფრო და უფრო ნელა წვავს კალორიებს.
„ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი ნელდება კუნთოვანი მასის და ფიზიკური აქტივობის შემცირების გამო. თუ ამ ბიოლოგიურ ცვლილებებს არ ვაკომპენსირებთ კალორიების მიღების შემცირებით, უფრო სავარაუდოა, რომ წონაში თანდათან ვიმატებთ“, - განმარტავს წონის დაკლების ექსპერტი დოქტორი რობერტ კუშნერი.
40 წლის შემდეგ წონის დაკლება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. რას გვირჩევენ ექსპერტები.
დაარეგულირეთ თქვენი რაციონი
თქვენი მეტაბოლიზმის შენელებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ რამდენ კალორიას მოიხმართ. საუკეთესოა დაბალკალორიული საკვები, რომელიც დიდხანს დაგანაყრებთ. ესენია: ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, პარკოსნები, უცხიმო ბულიონი და მარცვლეულ, როგორიცაა შვრიის ფაფა. ისინი შეიცავს ბევრ წყალსა და საკვებ ბოჭკოებს, რაც ზრდის მოცულობას ნაკლები კალორიებით.
ეცადეთ მიირთვათ ცილოვანი და უცხიმო საკვები.
მოერიდეთ ძალიან ბევრი სახამებლის შემცველი საკვების მიღებას, როგორიცაა მაკარონი, ბრინჯი და კარტოფილი.
თვალყური ადევნეთ, რას მიირთმევთ მთელი დღის განმავლობაში
მაშინაც კი, თუ ძირითადად ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, მაინც შეგიძლიათ გადააჭარბოთ რეკომენდებული კალორიების რაოდენობას.
ეს შესაძლებელია, მაგალითად, თუ გამუდმებით მიირთმევთ რაიმეს ან უბრალოდ ზედმეტ ულუფებს ამზადებთ თქვენთვის. იხილეთ სრულად