ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს ახალშობილს?
ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა მეორე შვილის მამა გახდა. მას და ნანუკა გუდავაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც დადუ დაარქვეს. სასიხარულო ინფორმაციას და ახალშობილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ბერა ავრცელებს.
დადუ ივანიშვილი 20 მარტს მოევლინა ქვეყანას. ფოტოებზე ჩანს, რომ პატარა დადუ, უფროს ძმა, ბერუკასთან ერთად არის გადაღებული.
როგორც ცნობილია, წყვილი დიდი ხანია საქართველოდან ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად. სავარაუდოდ, პატარა დადუც იქ დაიბადა. ნანუკასთვის და ბერასთვის ეს მეორე შვილია. პირველი ბერუკა ივანიშვილი 2019 წელს ჭორვილაში დაიბადა.