"მეღიმებოდა კომენტარებზე... როცა ხალხს ელაპარაკები და ვიღაცა ქოლგას გადაგაფარებს, ხელს ვერ კრავ" - ლევან იოსელიანი მის ფოტოებზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ეღიმებოდა იმ კომენტარებზე, რომელიც ბათუმში, "ოცნების ქალაქში" გადაღებულ ფოტოებს მოჰყვა.
მისი თქმით, მადლობელია იმ ადამიანების, ვინც შეხვედრის დროს წვიმისგან დაიცვა, თუმცა საზოგადოებას მოუწოდებს, მათზე კომენტარებისგან თავი შეიკავოს.
"მე ვიმყოფებოდი "ოცნების ქალაქში". ასეთ პირობებში ადამიანები ცხოვრობდნენ, მე ეს პირველად ვნახე. ეს ადამიანი, რომელიც ქოლგას მაფარებდა, არის ერთ- ერთი ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს, მოვიდა შეხვედრაზე და შეეცადა, ქოლგა ჩემთვის გადაეფარებინა. შეურაცხყოფა მიაყენეს ამ ადამიანსაც და ქოლგის დამჭერად გამოაცხადეს.
მესმის კონტექსტი ამ ყველაფრის, მაგრამ როცა ხალხს ელაპარაკები და ვიღაცა უკნიდან თუ გვერდიდან ქოლგას გადაგაფარებს, ვერ კრავ ხელს. მადლობელი ვარ, რომ იქ იდგა და ცდილობდა, წვიმისგან დავეცავი. მეც მთელი დღე მეღიმებოდა იმ კომენტარებზე რაც კეთდებოდა. ჩემზე რაც უნდა ის თქვან. თუმცა მოვერიდოთ იმ ადამიანებზე კომენტარებს, ვისაც ყოველდღიურად თავის გატანა უწევს" - აღნიშნა ლევან იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში.