რას ამბობს დიანა ღურწკაიას ვაჟი მამის გარდაცვალების შემდეგ
მეორე დღეა, რაც რუსული მედია, დიანა ღურწკაიას მეუღლის პიოტრ კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ წერს. ქართული წარმომავლობის მომღერლის მეუღლე, პროფესიით იურისტი, რუსეთის უმაღლესი განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახლდათ. იგი გარდაიცვალა კუბადან მოსკოვში დაბრუნდების დროს, თვითმფრინავში. "46 წლის პიტრის სიკვდილმა გააკვირვა ყველა, ვინც მას იცობდა", - წერს რუსული მედია.
კუჩერენკოს გარდაცვალების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მისმა მეუღლემ და ახლობლებმა მიიღეს, რომლებიც მომღერლის სახლში შეიკრიბნენ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ღურწკაიას მხარს უჭერენ და თანაუგრძნობენ.
"დიანა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონზე მისმა მისმა ძმამ რობერტმა გვიპასუხა, რომელმაც გვითხრა "დავიღუპეთ“. შემდეგ კი გავიგე დიანას ტირილის ხმა. მას გული ძალიან სტკივა“, - ამბობს, მედიასთან ოჯახის ახლობელი.
"მამაჩემი გარდაიცვალა. ის ძალიან ახალგაზრდა იყო ": დიანა ღურწკაიას და პიოტრ კუჩერენკოს ვაჟი ბოროტ კომენტარებზე საუბრობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს thevoicemag.ru მორიგ სტატიას, სადაც მომღერლის ვაჟის კომენტარს ვკითხულობთ.
დიანა ღურწკაია შვილთან ერთად
”მინდა გითხრათ არც თუ ისე კარგი ამბავი ჩემი ოჯახის შესახებ. 20 მაისს მამა გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა იყო. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ვინც მომწერა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. Მე მიყვარს ყველა. დააფასეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და უთხარით, რომ გიყვართ. დააფასეთ მათთან ერთად ყოველი წამი, ცხოვრება სასტიკი რამ არის. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს", - ციტირებს გამოცემა დიანა ღურწკაიასა და პიოტრ კუჩერენკოს ერთადერთი ვაჟის, კონტანტინეს სიტყვებს.
ბიჭი ადრეული ასაკიდანვე მიჩვეული იყო დამოუკიდებლობას და დედას ყველაფერში ეხმარებოდა. კონსტანტინემ წარმატებით დაამთავრა მუსიკალური სკოლა. ის ხშირად თან ახლავს დედას ფესტივალებზე. ახლა მოზარდი დიანასთან ერთად მონაწილეობს შოუში "ორი ვარსკვლავი“.
რუსეთის სახალხო არტისტის ვაჟი თავის ბლოგში წერს, რომ ინტერნეტში მამის მიმართ სიძულვილის შემცველი სტატიები და კომენტარები წაიკითხა. იხილეთ სრულად