რას წერენ ნიგერიელი ფეხბურთელის თანამემამულეები მას შემდეგ, რაც კვარაცხელია საუკეთესოდ დასახელდა?
ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი იტალიური თავგადასავალი გრძელდება. ქართველი ფეხბურთელის ნიჭი, მონდომება, შრომისმოყვარეობა დაფასდა და ის იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"ნაპოლის" ქართველი შემტევი ნეაპოლური გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო - გუნდმა ათწლეულების შემდეგ სკუდეტოს მოგება შეძლო და ამ საქმეში ხვიჩას უდიდესი წვლილია.სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად იტალიელებმა "ნაპოლის" ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს და სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ვიქტორის დამსახურება "ნაპოლის" წარმატებაში უდიდესია. ბევრს მოლოდინი ჰქონდა, რომ სწორედ ის გახდებოდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე.
ვინც საფეხბურთო ამბებს თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ ნიგერიელებმა ერთხელ უკვე დაადანაშაულეს სერია ა რასიზმში და "კვარას" გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში "ომი" გამოუცხადეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურ ქსელში ამჯერად ქართველი და ნიგერიელი ფეხბუთელის ფანებს შორის ბრძოლის მეორე ნაწილი აქტიურად მიმდინარეობს.
ნიგერიელთა ნაწილი თვლის, რომ ოსიმენი მისი კანის ფერის გამო "იჩაგრება". დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ იქამდე მივიდა, რომ ვიქტორის შესახებ ნიგერიის პრეზიდენტმაც კი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ოსიმენის მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა (წაიკითხეთ ვრცლად: "ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი)
როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც, ვიქტორის თანამემამულეები "კვარას" დასახელებას იტალიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აპროტესტებენ და უსამართლობად მიიჩნევენ.გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს, რომლებსაც ისინი სერია ა-სა და სხვადასხვა სპორტულ გვერდებზე წერენ:
"ვიქტორი გაძარცვეს".
"ვიქტორი უფრო მეტს იმსახურებს, კვარა ბოლო თამაშებში აჩრდილივითაა, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ, ის მარადონას ვიზუალს უფრო შეესაბამება".
"ეს იმიტომ მოხდა, რომ კვარა თეთრია",
"იტალიელები რასისტები არიან, ამიტომ არ მიკვირს რომ ვიქტორმა ვერ გაიმარჯვა", იხილეთ სრულად