საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თიანეთიდან 32 კმ-ის მოშორებით, სოფელ უკანაფშავში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდა იყო.