"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო შეხვედრას, სანამ..." - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე?
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2021 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეხვედრია. მან სააკაშვილზე, სალომე ზურაბიშვლთან შეხვედრაზე, ასევე ბიძინა ივანიშვილის შესახებ "შაბათის ფორმულასთან" ისაუბრა.
"დავიწყოთ იქიდან, რომ მე ის 2021 წლის სექტემბრის შემდეგ არ მინახავს, საბერძნეთში როცა ვიყავით ერთად, ამის მერე არ მინახავს და მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას, მანამ სანამ განთავისუფლდება და სხვა დროსა და ვითარებაში, ჯანმრთელობის და განთავისუფლების პირობებში, ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი.
2021 წელი - მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი შვილთან, ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში
ის ფაქტი, რომ ის არის ჩაკეტილი სულ უდანაშაულოდ და ასე დიდხანს გრძელდება, ჩვენი მთელი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია.
იმედი არსებობს, რომ საერთაშორისო ძალისხმევით, ზელენსკის თამადობით, რაღაცნაირად შეიცვლება დამოკიდებულება. თუნდაც ევროპა, ამერიკა ისედაც აღიარებენ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. შევთანხმდით, რომ ის არის უდანაშაულო პატიმარი ამიტომ უნდა განთავისუფლდეს.
სამწუხაროდ, მთავრობა და სასამართლო თანამშრომლობენ, ამიტომაც არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო.
რა თქმა უნდა, მაქვს ძველი კონტაქტები და ჩემს გარდა მართლა არ მეგულება ვინმე, ვისაც შეუძლია საქართველოდან ლორა ბუშს მისწეროს, ან ქალბატონ მაკკეინს, ან თურქეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და ა.შ. პირველ ლედებს. აბა ვინ უნდა დაწეროს თუ არა მე? ზოგჯერ აქტივობით პასუხობენ, ზოგჯერ წერილობით", - ამბობს სანდრა რულოვსი.
ყოფილი პირველი ლედის თქმით, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი "აწონ-დაწონის სააკაშვილის საკითხს"."მქონდა მასთანაც(სალომე ზურაბიშვილთან) შეხვედრა დეკემბერში მიშას თემაზე. სხვათაშორის, გვარამიაზეც ვსაუბრობდი მასთან. ერთ-ერთი, რასაც ამბობს და ჩემთანაც გაიმეორა - ჩვენ თუ გავუშვებთ მიშას საზღვარგეთ სამკურნალოდ, ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენთან არ ვარგა ჯანდაცვა და ეს ცუდად აისახება საქართველოს რეპუტაციაზე. ასეთი არგუმენტი მივიღე. იხილეთ სრულად