როგორ ჩავიძინოთ სწრაფად და მშვიდად ვიძინოთ მთელი ღამე: 6 საიდუმლო
გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა და თქვენი ძილის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება:
იარეთ ბინაში ფეხშიშველი
დაძინებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, უბრალოდ გაიხადეთ სახლის ფეხსაცმელი და იარეთ ბინაში სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.
რაც უფრო კარგად მიეწოდება ტერფებს სისხლი, მით უფრო ადვილია დასვენება და უკეთესია ძილი.
მიიღეთ თბილი აბაზანა ან სახე მაინც დაიბანეთ
თბილი წყალი (არასოდეს ცხელი) დაამშვიდებს ჩვენს ყველა კუნთს, გაათბობს სხეულს და ასევე დაამშვიდებს ნერვულ სისტემას.
თუ შეუძლებელია აბაზანის ან შხაპის მიღება, მაშინ სახე მაინც დაიბანეთ თბილი წყლით: ამ გზით დაისვენებს სახის კუნთებს, მოხსნის დღის სტრესს.
მოამზადეთ ბანანის ჩაი
მაგნიუმი, რომლითაც ბანანი მდიდარია, ხელს უწყობს რელაქსაციას და ეხმარება სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მაგნიუმია თავად ნაყოფში და ქერქში.
უკეთ რომ დაიძინოთ, მოამზადეთ ეს სასმელი: კარგად გარეცხეთ ბანანი, ნაყოფი შუაზე გაჭერით და სამი-ოთხი წუთის განმავლობაში ჩადეთ მდუღარე წყალში. შემდეგ დაამატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ მიღებული სასმელი.
მაგნიუმი მოდუნებაში დაგეხმარებათ, თაფლი კი სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს. ღამის გაღვიძების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია გლუკოზის მერყეობა და თაფლი დაგეხმარებათ მასთან ბრძოლაში. იხილეთ სრულად