"ჩეხი მზარეული, რომელიც შოვის სტიქიისას გადარჩა და მაშველებმა გამოიყვანეს, ადგილზე დარჩენილა და 400 კაცისთვის კერძებს ამზადებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება გადარჩენილზე | Allnews.Ge

"ჩეხი მზარეული, რომელიც შოვის სტიქიისას გადარჩა და მაშველებმა გამოიყვანეს, ადგილზე დარჩენილა და 400 კაცისთვის კერძებს ამზადებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება გადარჩენილზე

რა­ჭის ჯგუფ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, სა­ხე­ლით Sal Lien აქ­ვეყ­ნებს პოსტს და წერს, რომ შო­ვის სტი­ქი­ას ჩეხი მზა­რე­უ­ლი ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ურ­ჩა.

ის მაშ­ვე­ლებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს, ხოლო მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, შოვ­ში დარ­ჩა და ყო­ველ დღე კერ­ძებს ამ­ზა­დებს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

"ეს მი­ხალ ბარ­ტა­კია, ჩეხი მზა­რე­უ­ლი, რო­მე­ლიც შო­ვის სტი­ქი­ის პირ­ველ დღეს გა­დარ­ჩა და მაშ­ვე­ლებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, ეს მა­გა­რი ჩეხი კაცი ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლა და 400 კა­ცის­თვის (მაშ­ვე­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სას­წრა­ფოა ეკი­პა­ჟე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, მე­დია) დღე­ში ორ­ჯერ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­სო.

მად­ლი­ე­რე­ბა­სა და სო­ლი­და­რო­ბა­ზე მა­გა­რი არა­ფე­რია. სი­კე­თის ძალა უდი­დე­სია. გა­გი­მარ­ჯოს, ჩეხო ძმაო", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

cheximzareuli-73804-1691740332.jpg