საქართველოს სუროგაციის ახალ კანონთან ადაპტაცია: რა იცლვება კანონში?
12:17 / 23-08-2023 საქართველო, თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და თბილი სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყანა, დიდი ხანია სუროგაციული მომსახურების მაძიებელი წყვილებისთვის პოპულარულ დესტინაციად იქცა. თუმცა, სუროგაციის მზარდ ბიზნესთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ინდუსტრიის დასარეგულირებლად, საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები გადადგა. შეთავაზებული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა, უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვას გულისხმობს. შესაბამისად, ამ პროცესებში მონაწილე ყველა პირისათვის აუცილებელია ამ ცვლილებების ცოდნა და მათთან ადაპტაცია.
ეს ყოვლისმომცველი გზამკვლევი დაწვრილებით აღწერს საქართველოს ახალ სუროგაციის კანონს, განმარტავს მის შედეგებს, IVF გადაზიდვების აუცილებლობასა და განახლებული სამართლებრივი ჩარჩოს დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელ ნაბიჯებს.
საქართველოს ახალი სუროგაციული კანონის განმარტება
ძირითადი დებულებები
1. დასაშვებობის კრიტერიუმები
სუროგაციის ახალი კანონი მოიცავს დასაშვებობის კარგად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, როგორც მომავალი მშობლების, ასევე, სუროგატებისთვის. მომავალმა მშობლებმა უნდა დააკმაყოფილონ კანონიერი ასაკისა და გონებრივი კომპეტენციის მოთხოვნები და უნდა იყვნენ დაქორწინებულნი ან იმყოფებოდნენ სტაბილურ ურთიერთობაში. ამასთან, მათ უნდა წარმოადგინონ სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებს ბუნებრივი ჩასახვის უუნარობას. მეორე მხრივ, სუროგატებმა უნდა დააკმაყოფილონ სპეციალური სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი წინაპირობები.
2. სუროგაციის სააგენტოების რეგულირება
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სუროგაციის სააგენტოების სამართავად, კანონი ყოვლისმომცველ დებულებებს ითვალისწინებს. აღიშნული სააგენტოები უნდა იყვნენ სათანადოდ ლიცენზირებულნი და მკაცრად დაემორჩილონ ეთიკისა და გამჭვირვალობის ნორმებს.
3. გესტაციური სუროგაციის ექსკლუზიურობა
ახალი კანონმდებლობა ექსკლუზიურად უშვებს გესტაციურ სუროგაციას, სადაც სუროგატი არ არის ბიოლოგიურად დაკავშირებული ნაყოფთან, რომელსაც ატარებს. ამით, კანონი უზრუნველყოფს მშობლის უფლებების მკაფიოდ ჩამოყალიბებას, რაც ამცირებს პოტენციურ სამართლებრივ სირთულეებს, რომლებიც ტრადიციული სუროგაციის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას.
4. მშობლის უფლებები და თანხმობა
კანონი ჩასახვის დღიდან ცალსახად ადგენს მომავალი მშობლების უფლებებს. ის ავალდებულებს სუროგატ დედას, რომ მან ნებაყოფლობით თქვას უარი მშობლის ყველა უფლებაზე. პროცესში მონაწილე ყველა მხარემ უნდა უზუნველყოს ინფორმირებული თანხმობა ფორმალური სამართლებრივი შეთანხმების მეშვეობით.
5. კომპენსაცია და ხარჯები
კანონმდებლობა ადგენს, რომ სუროგატებს შეუძლიათ მიიღონ გონივრული კომპენსაცია მათ მიერ გაწეული მომსახურებისთვის. ამასთან, კრძალავს სუროგაციის ნებისმიერი ფორმის კომერციალიზაციას ან ექსპლუატაციას.
რეკომენდაციები
მომავალი მშობლების დასაშვებობის კრიტერიუმები
მომავალი მშობლები, რომლებსაც სურთ სუროგაციით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ დასაშვებობის კარგად განსაზღვრულ კრიტერიუმებს. აუცილებელია, კარგი რეპუტაციის მქონე, აღიარებული საგენტოს შერჩევა, რომელიც მკაცრად მოქმედებს საკანონმდებლო ჩარჩოებში. ამასთან, მომავალი მშობლები ძირფესვიანად უნდა იცნობდნენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს ჩასახვის მომენტიდან.
შედეგები სუროგატთათვის
ახალ კანონმდებლობას შემოაქვს სუროგაციის პროცესში ჩართული სუროგატების დაცვის აუცილებლობა და სხვა მკაფიო დირექტივები. სუროგატები დაექვემდებარებიან საფუძვლიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შეფასებას, რაც უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ და გონებრივ მზაობას მომავალი პროცესებისათვის. გარდა ამისა, თანაბრად მნიშვნელოვანია მათი უფლებებისა და კომპენსაციის ცოდნა.
სუროგაციის სააგენტოების პასუხისმგებლობები
კანონიერად მუშაობისთვის, სააგენტოებმა უნდა მოიპოვონ საჭირო ლიცენზიები და ურყევად დაიცვან ეთიკის ნორმები. თითოეული მონაწილე მხარის ინფორმირებული თანხმობის უზრუნველყოფა მათი პასუხისმგებლობის კრიტიკული ასპექტია. სათანადო შემოწმება და როგორც მომავალი მშობლების, ასევე სუროგატების ურყევი მხარდაჭერა, ფუნდამენტურია მთელი პროცესის წარმატებისთვის. იხილეთ სრულას