"ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული
ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს. ქართველი ახალგაზრდა თანამემამულის მკვლელობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, მანველიძემ 32 წლის შოთიკო საკანდელიას ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 19 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.
თორნიკე მანველიძის ფოტოს ნიდერლანდების ცენტრალური საოლქო პროკურატურა აქვეყნებს და წერს: "თუ იცით მისი ადგილსამყოფელი ან ფლობთ სხვა რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ საგამოძიებო ხაზზე 0800-6070. თუ შემთხვევით გადააწყდით თორნიკე მანველიძეს, ნუ მიუახლოვდებით მას".
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება ჯერ კიდევ საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ.
AMBEBI.GE თორნიკეს მამას, მწერალ გოჩა მანველიძეს ესაუბრა:
"ბათუმში ვიყავი, იქ დამირეკეს და მაცნობეს ეს ამბავი. ორი დღის წინ თორნიკე თვითონ გავაცილე ჰოლანდიაში, მის მეგობარ გოგონასთან ერთად წავიდა. მას მერე არ დამკავშირებია, ვერც გოგონას ვუკავშირდებით. ახლა ვცდილობ ჰოლანდიაში, ნიდერლანდების საელჩოდან იქნებ რამე გავარკვიო. არ მგონია, ტყუილი იყოს, მგონია, რომ მართლა მოხდა ეს უბედურება. არ ვიცი, ის გარდაცვლილი ვინაა. თქვეს, რომ ეს ამბავი მის საქმიანობას უკავშირდება. თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში და არ ვიცი, მასთან რა ურთიერთობა ჰქონდა, არასდროს შევხვედრილვარ. ჩემს შვილს ვიცნობ და ეს ამბავი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჯერ-ჯერობით, ყველა ჩუმადაა და მეუბნებიან, არ გვაქვს ინფორმაციაო. იხილეთ სრულად