ქართველი გოგონას მორიგი წარმატებული გამოსვლა გერმანულ "ვოისში" და მწვრთნელების მაღალი შეფასება: ლიზი გოზალიშვილი შემდეგ ტურშია | Allnews.Ge

ქართველი გოგონას მორიგი წარმატებული გამოსვლა გერმანულ "ვოისში" და მწვრთნელების მაღალი შეფასება: ლიზი გოზალიშვილი შემდეგ ტურშია

ლიზი გო­ზა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნულ "ვო­ის­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობს, კონ­კურ­სის მე­ო­რე ეტა­პიც წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია. მას რინგზე გა­მოს­ვლი­სას თა­ნა­გუნ­დელ ნი­კოლ შოლცთან მო­უ­წია სიმ­ღე­რა. მათ მა­ი­ლი სა­ი­რუ­სის "Prisoner" შე­ას­რუ­ლეს.

"ესეც ჩემი გა­მოს­ვლა "ვო­ი­სის“ მე­ო­რე ეტაპ­ზე - რინგზე. რინ­გი ემო­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პია: იბ­რძვი სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევ­რის წი­ნა­აღ­მდეგ. თუმ­ცა, ახა­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, მწვრთნელს უფ­ლე­ბა აქვს რინ­გი­დან შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს ერთ-ერთი, ორი­ვე ან არ­ცერ­თი მო­ნა­წი­ლე“, - წერს მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

392818932-937355787757448-6027532488776893928-n-85032-1697967336.jpg

თუმ­ცა ამ­ჯე­რად ლი­ზიმ მწვრთნე­ლე­ბის მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და ჯო­ვა­ნი­მაც ქარ­თვე­ლი გა­და­იყ­ვა­ნა მომ­დევ­ნო ტურ­ში.

"ლიზი, შენ როკ ვარ­სკვლა­ვი ხარ, თა­ვი­სუფ­ლად იქ­ნე­ბო­და 80-იანი წლე­ბის რო­მე­ლი­მე როკ ჯგუ­ფის წევ­რი".

"ლიზი, შენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყა­ვი!" - ეს არის შე­ფა­სე­ბე­ბი, რაც ლი­ზიმ მწვრთნე­ლე­ბის­გან მი­ი­ღო.

"ლიზი, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ მე ამირ­ჩია და დიდი მად­ლო­ბა, რომ დღეს ჩემი მო­ლო­დი­ნე­ბი გა­ა­მარ­თლე, შემ­დეგ ტურ­ში გა­და­ვა ის, ვინც უფრო მებ­რძო­ლია, ეს თვი­სე­ბა აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ას მო­ერ­გო. მზად უნდა იყო ნე­ბის­მი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და ჩემ­თვის ასე­თია ლიზი", - თქვა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მენ­ტორ­მა ჯო­ვა­ნიმ.