"ქართულმა დისკომ" 7 ქვეყანა მოიცვა- მსახიობი და ტელეწამყვანი პირად ცხოვრებაზე საუბრობს
მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი, ტელეწამყვანი - ეს ნიკო ნანიტაშვილის რეგალიების არასრული ჩამონათვალია. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თეატრს დროებით ჩამოშორდა, რადგან უფრო მეტი დრო გაეტარებინა ოჯახთან, მაგრამ მაინც ბევრი სამსახური აქვს.
ცნობილი ოჯახის სიძეა. უკვე წლებია, რაც გივი ბერიკაშვილის შვილიშვილზე, ანო მაისურაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომელთა აღზრდაშიც მამაც დიდ მონაწილეობას იღებს. იყო დრო, როდესაც ბერიკაშვილის სიძეობა კარიერაში წინაღობად ექცა, მაგრამ ახლა უკვე მთელი საქართველო იცნობს. "ნიკოს ბენდის" სიმღერებს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მღერიან.
"ქართული დისკო“ ასე გქვია "ნიკოს ბენდის" შესრულებულ ერთ-ერთ სიმღერას, რომელიც „ტიკ-ტოზე“ ერთგვარ ჩელენჯად იქცა. ჩვენი საუბარიც სწორედ ამ სიმღერით დაიწყო:
ნიკო ნანიტაშვილი:
- "ქართული დისკო“ თავიდან ერთი ჩვეულებრივი იუმორისტული ნომერი იყო. მუსიკას ძირითადად ზვიო მოიძიებს ხოლმე, რაზეც შემდეგ ქავერებს ვაკეთებთ. ესეც ერთ-ერთი იტალიური ჯგუფის „ქოლორსის“ ახალი სიმღერა გახლდათ, რომელიც ზვიომ არ ვიცი, სად იპოვა. მოარგო ქართული ტექსტი და გადაცემაში შევასრულეთ. თავიდან ეს იყო ერთ-ერთი რიგითი ნომერი. ფეისბუქზე რომ ავტვირთეთ, დიდი არაფერი, სულ რაღაც 30-40 ათასი ნახვა ჰქონდა. დაახლოებით ორ კვირაში, არ ვიცი, საიდან შეაღწია უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, ახლა კი ბელორუსშიც დაიწყო ეს ტალღა. საერთოდ არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას. ჩვენი რეპერტუარიდან პირველად სიმღერა, რომელიც „გავარდა“ ეს იყო „ვისკი კოლა“, მაგრამ ამან აჯობა. როგორც გითხარით, ერთგვარ „ჩელენჯად“ იქცა „ტიკ-ტოკზე.“ ყოველდღე სხვადასხვა ქვეყნებიდან მომდის მესიჯები, რომ მათთან ჩვენი რეპერტუარით ჩავიდეთ. დღესაც პოლონეთიდან მომწერა ქართველმა, აქ ყველა გისმენთ და აუცილებლად ჩამოდითო. გვქონდა შემოთავაზება ყაზახეთიდან, უკრაინიდან.
- ფაქტია, რომ ამ სიმღერამ თქვენი ბენდის პოპულარობაც გაზარდა, აპირებთ გასტროლებზე სიარულს?
- დიახ, ძალიან. ახალი ბენდი ვართ და ერთი წელიც არ არის, რაც "ნიკოს შოუ“ "პოსტ ტვ"-ზე დაიწყო . ჯერჯერობით ეს პერიოდი მოთელვაა. გეფიცებით, აღარ შევდივარ ტიკტოკზე, მხოლოდ ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსიებს მაჩვენებს. რაც შეეხება გასტროლებს, ბელორუსსა და რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიდან თუ დაგვიძახებენ, აუცილებლად წავალთ. ჯერჯერობით ყველგან საომარი სიტუაციაა და ცოტა საფრთხესაც შეიცავს. ძალიან ბევრი უცხოელი "გუგლ თრანსლეითით" თარგმნის და ისე გვწერს სამადლობელ კომენტარებს.
- ბენდის სხვა წევრებზე რას გვეტყვით?
- ნანუ ჩემთან იყო „რუსთავი 2“-ში, მაგრამ იქ სხვა ბენდი მყავდა. აქ სხვა შემადგენლობით შევიკრიბეთ, როდესაც გავიგე რომ მანუ და ამიკო ჩემთან იქნებოდნენ, ძალიან გამიხარდა. ამიკო ჩოხარაძე იუმორისტულ ჟანრში წამყვანი ფიგურაა. მანუ უნიჭიერესი, ულამაზესი, გეტყვით, რომ ძალიან გამიმართლა ჩემს ბენდში, როგორც მუსიკოსებში, ასევე მომღერლებში. იხილეთ სრულად