ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
მომღერალი კოსტა სანიკიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსიდან" გაიცნო, დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მას ხუთი ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი სანიკიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც მეგობრები ამბობენ, კოსტა უკვე გონს მოვიდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარიდან მალევე გაირკვა, რომ პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი პირი დააკავა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის გიორგი გველესიანია.
ის მომღერალს დილის 7 საათზე დაესხა თავს, თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. სანიკიძის დაცვა დედამ სცადა, თუმცა გველესიანმა მისთვის 5 ჭრილობის მიყენება მაინც მოახერხდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა ადგილზე მივიდა სანიკიძის მეზობლად მცხოვრები პოლიციელი, რომელმაც 24 წლის ახალგაზრდა ადგილზე დააკავა და გაქცევის საშუალება არ მისცა.