პრეზიდენტის ძაღლი, ცნობილი გომბორა დაიკარგა - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
"დაგვეკარგა გომბორა მზიური/ჭავჭავაძის მიდამოებში. ნაცრისფერი ყელსაბამი უკეთია. შეგვეხმიანეთ თუ ნახავთ, ტელ: 599046707", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში.
სალომე ზურაბიშვილმა გომბორა 2019 წელს შეიფარა, ეს ამბავი საზოგადოებამ იმჟამადაც სოციალური ქსელიდან შეიტყო .
"ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა. საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა… წამოვიყვანე და დღეს "პრეზიდენტის ძაღლია” და მისი ერთგული მეგობარი: ბედმა გაუღიმა და მეც. დღეს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა - გომბორასნაირი ბევრია, ვინც ასე გზაზე გველოდება”, - წერდა იმჟამად სალომე ზურაბიშვილი.