მედიკამენტები, რომელზეც ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, კიდევ გაფართოვდა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.
უფრო კონკრეტულად, ცვლილების მიხედვით, სახელმწიფომ, წამლის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება მედიკამენტების ფასს, საშუალოდ, 40%-ით შეამცირებს.
ამასთან, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს.
აღნიშნულ მედიკამენტებს შორის არის: "იბუპროფენი", "გლემპიდი", "ნეიროლე", "სტიმულო", "ბისოპროლი" და სხვა.
მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.