"მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს?
26 ნოემბერს 2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება მასპინძელმა ქვეყანამ, საფრანგეთმა მოიპოვა. მაყურებლისა და ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, მომღერალმა ზოი კულაკმა 228 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
წელს კონკურსზე საქართველო ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა წარადგინეს. კონკურსში, რომელშიც 16 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა. მსგავსი ცუდი შედეგი საქართველოს მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს ჰქონდა.

მონაწილე ქვეყნებიდან ჟიურიმ, ჯამში, 21 ქულა დაგვიწერა. ყველაზე მაღალი 5-5 ქულა - ესპანეთმა, პორტუგალიამ და სომხეთმა. გაერთიანებულმა სამეფომ და იტალიამ 3-3 ქულით შეაფასეს ქართული ტრიო, გერმანიამ კი 1 ქულა დაგვიწერა. დანარჩენი ქვეყნების ჟიურის ქართველი კონკურსანტებისთვის ხმა არ მიუცია.
თამრიკო ჭოხონელიძე:
- ძალიან გულდასაწყვეტია ეს შედეგი, ზენიჭიერი ბავშვები იდგნენ სცენაზე ჩვენი ბავშვების სახით. არ მინდა ავტორმა მიწყინოს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი.
მაინც იმას ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური კონკურსია და საქართველო ვერ არის ეტყობა ღირსეულად ამჯერად წარმოდგენილი ევროპაში, ისე, როგორც უნდა იყოს, ამიტომაც ნაწილობრივ დაჩაგრეს ჩვენი ბავშვები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან.
- სოციალურ ქსელში ამ შედეგის შემდეგ აკრიტიკებენ როგორც სიმღერას, ისე "საზოგადოებრივ მაუწყებელს"...
- ვერ გავაკრიტიკებ, მაგრამ რომ გითხრათ, უმაღლესი რანგის სიმღერა იყო - მეთქი, მოგატყუებთ. ქართულ სიმღერებს უცხოელები თარგმნიან და მღერიან, ისეთი მელოდიური სიმღერებია. ქართული კაცის ბუნებასაც ასახავს. მესმის, რომ თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე ცოტა სხვა რამ იყო საჭირო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს შედევრი იყო.
მაგრამ არც მიწასთან არის გასასწორებელი, ჩვენ ძალიან დაუნდობელი ხალხი ვართ. აუცილებლად დაწერეთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს“ იმდენი ღირსეული გადაცემა აქვს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც "რანინა“, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ამიტომ ცოტა დანდობა უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის. მერე რა, რომ ამ ბავშვებმა ვერ გაიმარჯვეს. ჩემი აზრით, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო. იხილეთ სრულად