"ჩიორას" გმირის დღევანდელობა, დაბრუნება გადასაღებ მოედანზე 40 წლის შემდეგ და ცხოვრება ემიგრაციაში ცნობილ მეუღლესთან ერთად
ყველას კარგად ახსოვს ფილმი "ჩიორა". ლამაზი ფილმი სიყვარულზე, სევდიანი დასასრულით... ამ ფილმის წყალობით რეზო ჩხიკვიშვილმა მისი მომავალი მეუღლე ხათუნა ჩაგელიშვილი გაიცნო, რომელიც ფილმში მთავარ გმირს- მარის ასახიერებდა... წყვილს ორი ვაჟი შეეძინათ, სულ ახლახან კი შვილიშვილი - მირა...
40 წლის შემდეგ ხათუნა ჩაგელიშვილს ორ ფილმში ერთდროულად იღებენ. თუ რას ფიქრობს რეზო ჩხიკვიშვილი მისი უმშვენიერესი მეუღლის კვლავ ეკრანზე გამოჩენაზე, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გერმანიიდან ესაუბრა...
- მართლაც 40 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ხათუნა ფილმში "ჩიორა" გადაიღეს... მართალი გითხრათ, სწრაფვა ფილმებში გადაღების არც ჰქონია. არც ინტერვიუები უყვარს და არც სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობის მიღება. ყოველთვის დიდი ხვეწნის შემდეგ თუ დავიყოლიებთ ამა თუ იმ გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. წელს ძალიან გამიკვირდა ორ ფილმში გადაღებას რომ დათანხმდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ისიამოვნა და მოეწონა კიდეც. ამბობდა: ბავშვობა გამახსენაო... მალე გამოვა ხათუნა ვაშაძის ფილმი "ეშმაკის ბორბალი", სადაც ხათუნა ფილმშიც ჩემს მეუღლეს განასახიერებს. ასევე მონაწილეობს ლაშა კანკავას ფილმში, "მეგრული Day off-ები“, რომლის გადაღებებიც მიმდინარეობს.
თქვენი მეუღლე კვლავ ისე გამოიყურება, როგორც მაშინ, როდესაც ფილმ "ჩიორაში" გადაიღეს... როგორ ფიქრობთ, რა არის ამის საიდუმლო?
- ის, რომ ხათუნა დღეს ასე კარგად გამოიყურება, მე ვფიქრობ, რომ გენეტიკის გარდა მისი ბუნებით არის განპირობებული. მისი შინაგანი სამყარო საოცრად პოზიტიურია. დადებითი ადამიანია და უმეტესად კარგი განწყობა აქვს. რთულ პერიოდშიც კი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს. ცდილობს სტრესი არ შეუქმნას არც თავის თავს და არც გარშემო მყოფთ.
- სულ ახლახან ბაბუა გახდით... როგორ გრძნობთ თავს ამ ამპლუაში და როგორი ბებიაა ქალბატონი ხათუნა?
- ჩვენთვის ეს უდიდესი სიხარულია... ხათუნა განსაკუთრებით კარგი ბებიაა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბავშვით ხარობს და ცოცხლობს. რაც პატარა გაჩნდა, ყველაზე მეტად რაც ახარებს, შვილიშვილთან ურთიერთობაა. დიდი სიხარული გვეწვია, ამდენი წლების მერე გვეღირსა გოგო, პატარა - მირა... მეც ყველაზე მეტად რაც მახარებს, პატარა მირას მე მამსგავსებენ. იხილეთ სრულად