ექვსი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვირბინოთ ზამთარში
ზოგიერთ ადამიანს, ვინც მთელი წლის განმავლობაში დარბის, ეშინია ტემპერატურის დაქვეითების.თუმცა, ბოლო კვლევების თანახმად, ცივ ამინდში სირბილის სარგებელი აღემატება თბილ ამინდში აქტივობის სარგებელს.
ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის ექიმის, ჯოშუა ბლომგრენის თქმით, ვარჯიში წამალია, თუნდაც ზამთარში. მან დაასახელა ცივ ამინდში სირბილის ექვსი სარგებელი:
• ნაკლებად ქმნის სითბურ სტრესს. ბოლო კვლევა განმარტავს, რატომ არის უფრო რთული ცხელ ამინდში სირბილი. სხეულის მაღალი ტემპერატურა დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა მეტაბოლურ დატვირთვასთან.
• აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. ჩვენი ორგანიზმი დაპროგრამებულია ცხიმების შესანახად, ნაკლები ვარჯიშის საპასუხოდ, მათი მეტაბოლიზმის შენელებით. სიცივეში სირბილი ატყუებს სხეულს, ანელებს მეტაბოლიზმს და გეხმარებათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში.
• ამაღლებს განწყობას. სეზონური აფექტური აშლილობა ან შემოდგომის დეპრესია ხდება მაშინ, როდესაც დღეები მცირდება და სხეული იღებს ნაკლებ მზის შუქს. ვარჯიში გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა სეროტონინი და ენდორფინები. იხილეთ სრულად