ჩანთა 35 000 დოლარი, კაბა 2200 დოლარი - რა ღირს შორენა ბეგაშვილის უძვირფასესი სამოსი?
ცნობილი ქართველი ადამიანებიდან ვისი ცხოვრებაც ჰოლივუდის ვარსკვლავებისას არ ჩამოუვარდება, ალბათ ეს შორენა ბეგაშვილია.
მსახიობი, ყოფილი ტელეწამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინფლუენსერი წლებია ყურადღების ცენტრშია.
მასზე ბევრს ჭორაობენ, წერენ, რომ გაკეთებული აქვს უამრავი პლასტიკური ოპერაცია, ასევე მუდმივად განხილვის თემაა მისი პირადი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ დიდი ხანია ბეგაშვილმა მედიასთან ხშირად საუბარსა და ინტერვიუებზე უარი თქვა.
მიუხედავად იმისა, რომ "ინსტაგრამზე" შორენას 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს და ძვირადღირებული ინფლუენსერია, მას ჰყავს ძვირადღირებული მანქანა, სერიით SHO, ფლობს საკუთარ ვილას დიღომში და მოგზაურობს უამრავ ქვეყანაში.
ტოსკანაში გადაღებულ ფოტოზე შორენას 477 დოლარად ღირებული Loewe Cat-Eye-ს სათვალე უკეთია, GUCCI-ს ჩანთა კი 2228 დოლარი ღირს.
მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია. ბოლო ჭორების მიხედვით, ე.წ. კანონიერ ქურდ, "ჭიასთან" დაშორების შემდეგ, შორენამ ბედნიერება ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენთან იპოვა. მამაკაცი, რომელზეც ამბობენ, რომ შორენას შეყვარებულია, საქართველოში არ ცხოვრობს.
ახალ წელს ბეგაშვილი დუბაიში შეხვდა, სადაც შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად გაემგზავრა. კადრებში, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, პერიოდულად ჩანს მამაკაცის ხელის ფოტოც.
ქართველი ვარსკვლავი ისევ დუბაიშია, საიდანაც ყოველ დღე აქვეყნებს სურათებს, სადაც ჩანს შორენას ძვირადღირებული გარდერობი. დავინტერესდით რა ღირს ვარსკვლავის კაბები და ჩანთები, რომელსაც ყოველდღიურად ატარებს და რა თქმა უნდა, ისინი ორიგინალებია.
მაგალითად, Lady Dior-ის ვინტაჟური წითელი ჩანთის ფასი 2.730 ევროდან იწყება.