რატომ გაძვირდა შაურმა? - კომპანიების განმარტება
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკვები შაურმა გაძვირდა. ობიექტების უმრავლესობაში, ფასი საშუალოდ 1 ლარით გაიზარდა. კერძოდ, 9-ლარიანი პატარა შაურმა 10 ლარი, ხოლო 11-ლარიანი სტანდარტული 12 ლარი გახდა.
კომპანიები პროდუქტის გაძვირების მიზეზად ხარჯების ზრდას ასახელებენ. მათი თქმით, მოიმატა როგორც ნედლეულის ისე ტრანსპორტირების ღირებულებამ. ამასთან გაზრდილია, ადმინისტრაციული ხარჯიც.