"ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური" - ნინო ხაჟომია გუდაურის ფასებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე
გასულ კვირას სოციალურ ქსელში გამოჩნდა პოსტები, სადაც გუდაურში მყოფი დამსვენებლები გაზრდილ ფასებზე წუწუნებდნენ. "პური - 10 ლარი, წყალი - 5 ლარი, ხაჭაპური - 45 ლარი...“ - ვკითხულობთ სტატუსებში, სადაც მოქალაქეები წერენ, რომ სამთო კურორტზე ხელმისაწვდომ ფასად დასვენება შეუძლებელია.
კაფე CUB-ის დამფუძნებელი, ნინო ხაჟომია Ambebi.ge-თან საუბარში ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია გუდაურში არსებული ფასების შესახებ გაზვიადებულია და "ვერ ხვდება, ვის ამოძრავებს სამთო კურორტზე სეზონის ჩაგდების სურვილი".
- ნინო, წინა წლებთან შედარებით მომარაგების ხარჯი რამდენი პროცენტით არის გაზრდილი და მიუხედავად ფასებისა, ტურისტები თუ არიან გუდაურში?
- მომარაგება წელს მინიმუმ 30%-ით გაიზარდა, რაც შეეხება ტურისტებს, ძალიან ბევრია. ტყუილია, რომ გუდაურში ხალხი არ არის, მთას, გუდაურს, მესტიას გოდერძის სეზონზე 2-კვირიანი ჩავარდნები ახასიათებს. მე რვა წელია მთაში ვარ და სულ ასეა. 14 იანვრიდან თვის ბოლომდე ნაკლები ხალხია. თებერვლის ბოლოს იქნება ასევე ათი დღე ნაკლები ხალხი და მარტიდან ისევ გავივსებით. ეს ყველამ ვიცით, ვინც მთაში ვოპერირებთ. ვემზადებით იმისთვის, რომ ისევ იყოს ისეთი შემოტევა, როგორიც გვქონდა ახალი წლის პერიოდში.
- ნინო, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან არიან ტურისტები?
- არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან არიან, თუმცა არ არიან არაბები. ესენი არიან ევროპელები, რომლებმაც არაბთა საამიროებში გადაიტანეს ბიზნესი საგადასახადო ლიბერალური პოლიტიკის გამო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად ომისა, ძალიან ბევრია ისრაელიდან. საოცრებაა და რუსები არიან ძალიან ცოტა, შარშანდელისგან განსხვავებით. სავარაუდოდ, ვინც აქ დარჩა, ფული აღარ აქვს და ვერ ისვენებს, ან თავად გახსნეს რაღაცები და თავიანთ ხალხთან დადიან.
- ადგილზე თუ გინახავთ უკმაყოფილება ფასების გამო და რა ღირს რეალურად გუდაურში ხაჭაპური.
- ჩემთან, მაგალითად, ღირს 36 ლარი, ეს არის რვა ნაჭრიანი სამეფო ხაჭაპური, იმერული სულგუნით. ისეთია, სამი კაცი დაჯდება და იქეიფებს. სხვების ფასები არ ვიცი, მე ვარ მთაში და იქ რომ ავდივარ, ჩამოსვლის სურვილი აღარ მაქვს. იხილეთ სრულად