ვინ არის ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკების ავტორი , რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა
სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე მდგარი ახალი ქანდაკება. მოქალაქეების ნაწილი წერს, რომ ამ ადგილს ეს ქანდაკება არ შეეფერება. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ძეგლი ეწინააღმდეგება ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეას.
"ამ "ნაწნავებმა" დაღუპა საქართველო, დღესაც ამ ნაწნავებში ვართ გახვეული და ვიგუდებით.ოთხი მიმართულებიდან, ჩრდილოეთის "ნაწნავი" გამოდგა ყველაზე მგუდავი და მახრჩობელა" - წერენ სოცქსელში მოქალაქეები.
"ადრე, მოქანდაკე და არქიტექტორი ერთად მუშაობდნენ ნებისმიერ სკულპტურაზე. მოქანდაკე უშუალოდ ქანდაკებაზე, არქიტექტორი კი ამ ქანდაკებისთვის სივრცეს და შესაბამისად პროპორციებს არჩევდა. ახლა მოქანდაკეები მარტო მუშაობენ სახელოსნოებში. გააკეთებენ რაღაცას, წამოიღებენ სახელოსნოდან და სადღაც დადგამენ ხოლმე. შეესაბამება სივრცეს, არ შეესაბამება არ ადარდებთ. აბა შეხედეთ გორგასლის ძეგლის სივრცესთან შესაბამისობას, ან შეხედეთ ქართლის დედის სივრცესთან მიმართებას და შეხედეთ ამ ქანდაკებას. ეს ძეგლი შეიძლება ძალიანაც კარგია, მარა ძაან უხერხულად დგას იქ სადაც დადგეს" - წერს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
"ამ მოედანზე ვორონცოვის ძეგლი რომ დაებრუნებინათ, ალბათ ასეთი ამბავი არ მოყვებოდა, რაც ფეისბუკში ორი დღეა ხდება" - წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
როგორც გაირკვა ქანდაკების ავტორი ახალგაზრდა ხელოვანი გიორგი ხანიაშვილია. ნამუშევარს "დროის ნაწნავები" ჰქვია. ხანიაშვილის სოციალურ ქსელში იძებნება ფოტოები, რომზეც აღბეჭდილია, როგორ დაიწყო ახალგაზრდა ხელოვანმა ქანდაკებაზე მუშაობა.
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორი ლიკა ჭკუასელი ქანდაკების გახსნის შემდეგ, გუშინ სოცქსელში წერდა:
"პროექტის კურატორია ირინა პოპიაშვილი... დღეს, გახსნაზე - ყველა მოითხოვდა, რომ ეს ქალბატონი სულ აქ დარჩეს. (ზაარბრიუკენის მოედანზე). 1.5 წელი ნამდვილად იქნება და (თუ) ადგილს შეიცვლის შემდეგ - გპირდებით, რომ ძალიან კარგი გეგმები აქვს მერეც.ღამის განათება დამონტაჟდება მალე ფოტო/ვიდეო, რეცენზიები, საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამაც გზაშია მადლობა ყველას ვინც ამ ჯადოსნურ პროექტზე იმუშავა და ვინც დაგვეხმარა". იხილეთ სრულად