როგორი იქნება 27-სართულიანი კომპლექსი, რომლის აშენებასაც ლაშა პაპაშვილი სანაპიროზე გეგმავს
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დედაქალაქში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში უკვე წარდგენილია.
„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N9-ში. ტერიტორიის ფართობი 7 681 კვ.მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა. დასაშვები ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი - 25%; კომერციული - 75%-ია. კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა კი 100 მეტრი და 27 სართულია,“- აღნიშნულია განაცხადში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოცულობები, ფართობები და სიმაღლეები პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება. კომპლექსში იგეგმება, საცხოვრებელი ფართების, სასტუმროს, სპა, რესტორანის და კომერციული, საოფისე ფართების მოწყობა. იხილეთ სრულად