იცით, რატომ ვჭამთ ზედმეტს?
ნერვულმა ბულიმიამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე.ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები ჯერ ჭარბად იკვებებიან, შემდეგ კი იწვევენ ღებინებას ან უკონტროლოდ იღებენ საფაღარათო საშუალებებს, რათა მოიშორონ მიღებული საკვები. ასევე არსებობს საკვების ექსცესების სინდრომი - ერთ მიღებაზე მოხმარებული საკვების ობიექტურად გადაჭარბებული რაოდენობა.
საკვების ზედმეტად სწრაფი ჭამა (ყლაპვა) და ფსიქოგენური ჭარბი კვება, რაც პროვოცირებულია სტრესით ასევე ამ ჭრილში განიხილება. დეპრესიამ, შფოთვითმა აშლილობამ და პოსტ-სტრესულმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება.
ამა თუ იმ ფორმით გადაჭარბებული ჭამის მიზეზი, როგორც წესი, არის საკუთარი გრძნობების და ემოციების უმართავობა. სტრესული სიტუაციები და ნეგატივი ფიტავს სხეულს, ამიტომ ის ისევ და ისევ ცდილობს ენერგიის შევსებას უმარტივესი და სწრაფი გზით - საკვებით.
უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობაუკონტროლო კვებასთან დაკავშირებულ აშლილობას ახასიათებს დიდი რაოდენობით საკვების მიღება და კონტროლის დაკარგვის შეგრძნება. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებულ აშლილობას არ ახლავს სხეულის ზედმეტი საკვებისაგან გაწმენდის მცდელობა.
უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა უფრო ხშირია მსუქან ადამიანებს შორის;
ადამიანები სწრაფად იღებენ დიდი რაოდენობით საკვებს, არ მიმართავენ გაწმენდას და ძალიან შეწუხებულნი არიან საკუთარი საქციელით;
დიაგნოზი ეფუძნება ადამიანების მიერ საკუთარი ქცევის აღწერას;
წონის დაკლების პროგრამები და წონის დასაკლები ტაბლეტები, როგორიცაა სიბუტრამინი, შეიძლება სასარგებლო გამოდგეს წონის კონტროლისთვის, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია – კვების კონტროლისთვის, სეროტონინის უკუმიტაციების სელექციური ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტების ტიპი) – ორივე მიზნის მისაღწევად.
საერთო ჯამში, დაახლოებით ქალების 3.5%-ს და მამაკაცთა 2%-ს აქვს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა. დაავადება უფრო ხშირია ჭარბწონიანთა შორის; ასე მაგალითად, სხეულის წონის დაკლების ზოგიერთ პროგრამაში მონაწილე მსუქანი ადამიანების დაახლოებით 30%-ს აქვს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა. იხილეთ სრულად