თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი დადის - როგორია რეგიონების მონაცემები
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ვგებულობთ, მათგან ყველაზე მეტი - 619 006 ერთეული დედაქალაქზე მოდის. რეგიონების მაჩვენებელი კი ასეთია:
იმერეთი - 213 959 ერთეული
ქვემო ქართლი - 165 152 ერთეული
კახეთი - 148 851 ერთეული
აჭარა - 134 644 ერთეული
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 107 389 ერთეული