როგორ ცხოვრობს ეკრანებიდან 11 წლის წინ გაუჩინარებული სალიტა ჩუბინიძე - ერთ დროს პოპულარული გოგონას დღევანდელობა | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს ეკრანებიდან 11 წლის წინ გაუჩინარებული სალიტა ჩუბინიძე - ერთ დროს პოპულარული გოგონას დღევანდელობა

შვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბის, ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე 11 წლის წინ იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­დან გა­იც­ნეს. მრა­ვალ­მხრი­ვი სა­ლი­ტა პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­ლე­ვე გახ­და. მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იყ­ვა­რა... ცოტა ხან­ში ოჯა­ხიც შექ­მნა, მისი მე­უღ­ლე იმ­ხა­ნად იუ­მო­რის­ტი (იმა­ვე შო­უ­დან) და უმე­ტე­სად, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რია, რო­მელ­მაც სა­ლი­ტას ხელი სთო­ვა.

და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მა­ლე­ვე გაქ­რა. რას საქ­მი­ა­ნობს, დროს რას უთ­მობს, რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ლიტ­რა ჩუ­ბი­ნი­ძე დღეს, რომ­ლის ვი­დე­ოც ცოტა ხნის წინ "ტიკ-ტოკ­ზეც" გა­მოჩ­ნდა და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პას­ხუს მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

5b2c05d01a4971409e482d0e8ce026e4-70706-1709362976.jpg

- ჩემი დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც დე­დო­ბაა, ოჯა­ხი, დროს ამას ვუთ­მობ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც მო­ვი­ცა­ლო. გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავ და ამ 11-12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბას "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ვსწავ­ლობ­დი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მუ­სი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვას­რუ­ლე. ესაა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მუ­სი­კა­ში, რაც შე­და­რე­ბით ახა­ლი ფა­კულ­ტე­ტია, რო­გორც კი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ის და­ა­მა­ტეს, მა­შინ­ვე ჩა­ვა­ბა­რე. სულ მინ­დო­და მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით მეტი გა­ნათ­ლე­ბა მქო­ნო­და. ასე­ვე უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლიც გავ­ხდი, ანუ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ვი­პო­ვე და შე­მიძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბა ვას­წავ­ლო.

- მუ­სი­კა ვახ­სე­ნეთ და რო­გორც ვიცი, კარ­გად მღე­რი...

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი და აქ­ტი­უ­რი ვარ ამ სფე­რო­ში... გარ­და ამი­სა, უამ­რა­ვი ჰობი მაქვს, ჯერ ვტკბე­ბი ამ ყვე­ლაფ­რით და თი­თო­ე­ულს სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუდ­გე­ბი. მათ შო­რის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გა­ტა­ცე­ბაა მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა. ამ მხრივ უნდა ვი­აქ­ტი­უ­რო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ვხდე­ბი, მსგავს ხე­ლოვ­ნე­ბას­თან წვდო­მა ადა­მი­ა­ნებს აქ­ტი­უ­რად არ აქვთ. არა­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო დარ­გია. თა­ვა­დაც ვქმნი, კე­რა­მი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­თაც ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მი­ზი­დავს პო­ლი­მე­რუ­ლი თიხა და ეს ორი­ვე დარ­გი შეს­წავ­ლი­ლი მაქვს. მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას არ ვა­პი­რებ და ამით თა­ვის შე­ზღუდ­ვას, რა­საც ვა­კე­თებ­დი აქამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­ვა­ჩენ.

426178266-424761300110301-679171330929458820-n-70727-1709362990.jpg

- "ადა­მი­ა­ნი-ან­სამ­ბლი" გა­მო­დი­ხართ...

- ასე გა­მო­დის... რო­დე­საც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რობ, შე­დე­გი მა­ლე­ვე მო­დის. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბევრ რა­ღა­ცას რომ მო­ე­დე­ბი, დრო­ში იწე­ლე­ბა და შე­დე­გი გვი­ან დგე­ბა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა ვი­ზა­ჟი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, ისე, ეს სფე­როც ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა, მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ კარ­გად გა­მოგ­დი­სო და ცოტა გავ­თა­მამ­დი. იხილეთ სრულად