რა უფასო გამოკვლევები, ვიზიტები და მკურნალობა ეკუთვნით სახელმწიფოსაგან 6-17 წლის ასაკის მოზარდებს?
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 6-17 წლის ასაკის მოზარდებისათვის სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს. კერძოდ:
- ოჯახის ან სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებას ბინაზე;
- პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფას (აცრა-ვიზიტი);
- ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასებას;პრევენციულ ღონისძიებებს;
- დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მართვას;
- ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენას და რეფერალს სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
- ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობას;
- სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურებას ბინაზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;
- სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტების გაცემა (გარდა ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა).